Tuesday, May 10, 2011

თეატრი თბილისში

თეატრი თბილისში

დარბაზში მსხდომი ადამიანების რიცხვზე თუ ვიმსჯელებთ, თბილისის კულტურული ცხოვრება ასე თუ ისე ყვავის. ორ აკადემიურ და რამდენიმე კერძო თეატრებში აქტიური ცხოვრება სჩქეფს. იდგმება საინტერესო სპექტაკლები, ინიშნება პრემიერები, იხსნება ვარსკვლავები...


თეატრი დაიბადა ძველ საბერძნეთში, ღმერთ დიონისესადმი მიძღვნილი საკულტო დღესასწაულების სახით. ნელ–ნელა თეატრალური არქიტექტურა და სასცენო ტექნიკა ვითარდება და იხვეწება. იხსნება ნიღბები, ქალებს ეძლევათ უფლება მიიღონ მონაწილეობა წარმოდგენებში. თეატრალური წარმოდგენები სამ ჟანრში იმართება: ტრაგედია, კომედია და დრამა. თუმცა არის სპექტაკლები, რომელსაც ვერცერთს მიაკუთვნებენ და ტრაგიკომედიას უწოდებენ.

თეატრს უძველეს ხანაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამაზე ამფითეატრების სამარხებიც მოწმობს.

თეატრი თბილისში


ალბათ, ყველასათვის ცნობილია თბილისის 2 მთავარი სახელმწიფო–აკადემიური თეატრი: რუსთაველის და მარჯანიშვილის.

რუსთაველის თეატრი

თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში

თეატრის სათავეში გენიალური რეჟისორი რობერტ სტურუა უდგას. 72 წლის ასაკში ის უფრო და უფრო ანცვიფრებს თეატრის მოყვარულ საზოგადოებას.

რუსთაველის თეატრში 7 აპრილს სპექტაკლმა "მოხუცი ჯამბაზები" სრული ანშლაგით ჩაიარა. წარმოდგენის ბოლოს სახელოვან მსახიობს ჯემალ ღაღანიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ თვეში თეატრს 1 პრემიერა ელოდება: 9–სა და 10 აპრილს მცირე სცენაზე "გაზაფხული მაინც მოვა".

თეატრის ძირითადი მსახიობები არიან:

კახი კავსაძე, ლევან ხურცია, ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე, რუსკა მაყაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ზაზა პაპუაშვილი, მარინა კახიანი, ტრისტან სარალიძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩი ლეჟავა, ვანო გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, გურამ საღარაძე, ია სუხიტაშვილი, ჟნრი ლოლაშვილი, ზაალ ჩიქობავა..

თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისში

ამ თვის სრული აფიშა შეგიძლიათ იხილოთ http://rustavelitheatre.ge/ . აქვე შეგიძიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მოიპოვოთ სპექტაკლის შესახებ და დაჯავშნოთ ბილეთები.

მარჯანიშვილის თეატრი

თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში

თეატრს სათავეში უნიჭიერესი რეჟისორი ლევან წულაძე უდგას. ცოტა ხნის წინ გაიმართა"დეკამერონი"–ის პრემიერა, მისი დადგმით.

თეატრი თბილისში

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ > http://www.marjanishvili.net/geo/index.php

თეატრის ძირითადი მსახიობები არიან:

თენგიზ არჩვაძე, ლეო ანთაძე, გივი ბერიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, გურანდა გაბუნია, მიხეილ გომიაშვილი, ნიკა თავაძე, გურამ ჯაში, დავით ხურცილავა, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ია შუღლიაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ონისე ონიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნატო მურვანიძე, ეკა მჟავანაძე, ნიკა კუჭავა, ალეკო მახარობლიშვილი... და ა.შ.

თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში
თეატრი თბილისშითეატრი თბილისში


ამ თეატრებს არ ჩამოუვარდება თავისუფალი თატრი.

თეატრი თბილისში
თეატრი თბილისში

თეატრში შესვლისას, აკადემიურ გარემოში, კულტურული, ხელოვანი საზოგადოების გარემოცვაში, ადამიანი, ის ვისაც თეატრი უყვარს და აფასებს, ივიწყებს ყოველდღიური ცხოვრების ყოფას და მთლიანად სხვა სამყაროში გადადის. თუ თეატრში ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი, გამორიცხულია მან თავი არ შეგაყვაროს. და თუ კი შეგიყვარდა, მისგან თვს ვეღარ დააღწევ.

მსახიობი სცენაზე გასვლისას, უხილავ ნიღაბს ატარებს. სხვა ადამიანად გარდაიქმნება, ძვრება მის ტყავში, ითვისებს მის პიროვნებას და ასრულებს მის როლს. დადგენილია, რომ თეატრის მსახიობობა უფრო მეტად რთულია ვიდრე კინოსი. თეატრში ხომ არაფერი გეპატიება. თეატრი მკაცრია, სამაგიეროდ უფრო მეტად შეიგრძნობ ხელოვნების ამ დარგს ვიდრე კინოში. თეატრში ხომ ბუნებრივი ხარ.

ამ ნიუსის დადებამდე, მაინტერესებდა არიან თუ არა საიტზე მსახიობები ან მომავალი მსახიობები, ან თუნდაც მომავალი რეჟისორები. მე მათ გულწრფელად მივესალმები და გზას დავულოცავ ამ დიდ საქმეში. საერთოდ არიან კი ახალგაზრდები თეატრის მოყვარულნი?

No comments:

Post a Comment