Wednesday, March 30, 2011

ქალის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული შიში



კოლეტ დოულინგი,
 ეს სახელი და გვარი დარწმუნებული ვარ ყველასთვის უცხოა,
მეც ცოტა ხნის წინ გავიგე მის შესახებ. მოკლედ გეტყვით, რომ ის ქალის ფსიქოლოგიას იკვლევდა
და რამდენიმე საიტერესო ფაქტიც აღმოაჩინა, შემდგომში კი დაწერა წიგნი, რომელიც ბესთსელერი გახდა.

კოლეტი: ჩვენი(ქალების) მენტალური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მრავალფეროვანი
და ძალიან საინტერესო არის, ისინი გამოწვეული შეიძლება იყოს ჰორმონებით,
ბავშვობაში გადატანილმა რაიმე ზეგავლენით, ან რაიმე ცუდი მოგონებით.

მე წლების განმავლობაში ვიკვლევდი ქალის მენტალურ ჯანმრთელობას,
შემდეგ კი ჩემი აზრები ფურცელზე გადამქონდა. ყველაფერი დაიწყო მეოცე საუკუნის
ოთხმოციან წლებში. 1981 წელს მე გამოვიკვლიე ქალის ემოციური კონფლიქტი
დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მას კი სახელად კონკიას კომპლექსი ვუწოდე
The Cinderella Complex: Women's Hidden Fear of Independence( ეს წიგნი გახდა
ბესთსელერი)
. ამ ტიპის ქალებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება და ამიტომაც
ეძებენ მამაკაცს, უფრო სწორად პრინცს, რომელიც მათზე იზრუნებს.




შემდეგში ეს ქალები და არა მარტო ესენი, ძალიან ბევრი ეძებს იდეალურ მამაკაცს
ყველა იმ თვისებით, რაც მათ მოსწონთ. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა
ზოგი ესეთს ვერ პოულობს და რეალობას ეგუება ანდა პოულობს,
მაგრამ თვითონ იქმნის ასეთ წარმოდგენას მასზე.




უკეთ რომ გაგაგებინოთ მეორე ტიპი ბალზაკის სიტყვებს მოვიტან:

"ახალგაზრდა ქალები ხშირად თავისთვის წარმოდგენას იქმნიან კეთილშობილ,
მომაჯადოებელ სახეებზე, სრულყოფილ არსებებზე და განუხორციელებელი
ოცნებებით იკვებებიან მამაკაცებზე, გრძნობებზე, მაღალ საზოგადოებაზე.
შემდეგ ისინი თავიანთი ოცნების მამაკაცის სრულყოფილ თვისებებს მიამიტად
სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს მიანიჭებენ და მთლიანად მიენდობიან. მათ
თავიანთ რჩეულში უყვართ საკუთარ წარმოდგენაში შექმნილი არსება. მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, როცა უბედურებისთვის თავის არიდება უკვე გვიანაა, ის მაცთუნებელი
მომხიბლაობა, რითაც თავიანთი სათაყვანებელი კერპი დააჯილდოვეს,
საშინელ მოჩვენებად იქცევა."


ასეთ სუსტ, არადამოუკიდებელ ქალებს კი შეიძლება მრავალი პრობლემა შეემთხვათ.
1. ქმარმა ის დაჩაგროს დაცემოს



2.თუ მათი გრძნობა გაქრა და ქმარი ღალატობს, ის ვერ შეძლებს მის მიტოვებას,
რადგან მას არც განათლება არ აქვს არც რაიმეს კეთების გამოცდილება და რომ
დაშორდეს რა უნდა აკეთოს ??



3. ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არაა და ამიტომაც
ის ვერასდროს შეძლებს საკუთარი ოცნებები განახორციელოს
და საწადელს მიაღწიოს.



მეტი ამ წუთას არ მახსენდება, ასე რომ არ მისცეთ არავის და არაფრს
იმის უფლება, რომ იმაზე გათქმევინოთ უარი რაც გულით გინდათ,
ამისთვის თქვენ გჭირდებათ მაღალი თვითშეფასება, დამოუკიდებლობა
და მიზანსწრაფულობა და ყვბელაფერი კარგად იქნება.

Cinderella Complex: Women's Hidden Fear of Independence

მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და "მუჟიკი" არ გახდეთ

No comments:

Post a Comment