Wednesday, March 30, 2011

hipebi


Don't Worry, Be HiPPie..

ჰიპები

2011 წლის ტენდეციებმა 60–70–იანების სტილი მოიტანა, ამიტომაც სურვილი გამიჩნდა გამეხენებინა იმდროინდელი ახალგაზრდობის განსაკუთრებული ჯგუფი: ჰიპები.



70–იან წლებში, ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა პროტესტი საზოგადოების წესებსა და ფუფუნებაზე. ისინი გარბოდნენ ოჯახებიდან და ლამაზი ფურგონებით სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურებდნენ. მოგზაურობდნენ გაურკვეველი მიმართულებითა და გაურკვეველი დროით. ისინი ემხრობოდნენ ნარკოტიკებს, სასმელსა და თავისუფალ სიყვარულს.





ჰიპების მოძრაობა ძირითადად დაკომპლექტებული იყო 16–დან 25–წლამდე ახალგაზრდებით. თუმცა გვხვდებიან ჰიპი ბებოები და ბაბუებიც.



ისინი ილტვოდნენ საყოველთაო მშვიდობისაკენ, საზოგადოების წესების უარყოფისაკენ, თვალთმაქცი საზოგადოებისგან თავდაღწევისკენ და იმის გაკეთებისაკენ რაც გსურს.
ჰიპების ხერხებმა მოეპოვებინათ სრული თავისუფლება და განდგომოდნენ ყოველგვარ ჩარჩოებში მოქცევას, მათი მარცხი გამოიწვია. მათმა ამბოხებამ იმ დროში მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.



ჰიპები გამოირჩევიან საკუთარი ინდივიდუალური სტილით. მათთვის დამახასიათებელია შუბლზე მოჭერილი აბადოკები გაშლილი თმით, გრძელი ჭრელი ქვედაბოლოები, ხელზე უამრავი ლენტისა თუ სამაჯურების ასხმა.







გავიხსენოთ ფილმები ჰიპების შესახებ:

Hippie Hippie Shake (2010)

დრამა, კომედია.
მსახიობები: Cillian Murphy, Sienna Miller და Derek Jacobi.



Almost Famous (2000)

მსახიობები: Billy Crudup, Frances McDormand და Kate Hudson.



The Doors (1991)

მსახიობები: Val Kilmer, Meg Ryan და Kyle MacLachlan.



Dazed and Confused (1993)

მსახიობები: Jason London, Wiley Wiggins და Matthew McConaughey.



Forrest Gump (1994)

მსახიობები: Tom Hanks, Robin Wright და Gary Sinise.



ჰიპების მიმდევრები დღესაც მრავლად არიან ჩვენი თანამედროვეების სახით. რომლებიც კვლავ იზიარებენ მათ იდეოლოგიას: თავისუფალი, გახსნილი და უკომპლექსო. ზოგიც კი მათი ჩაცმის სტილს მიყვება











No comments:

Post a Comment